ინდოეთში ცხრა ადამიანი დაიღუპა 11-სართულიანი მშენებარე სახლის დანგრევის შედეგად. შიშობენ, რომ ნანგრევებშია მოყოლილი 25 ადამიანი. ინციდენტი მოხდა სამხრეთში მდებარე ქალაქ ჩენაიში, ძლიერი წვიმის დროს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მაშველებმა შეძლეს ნანგრევებიდან, სულ ცოტა, 27 კაცის გამოყვანა. მსხვერპლის უმრავლესობა მშენებლობაზე დასაქმებული პირები არიან. პოლიციის ცნობით, დაკავებულია შენობის პროექტზე პასუხისმგებელი ორი პირი.