Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში დემონსტრანტები მოითხოვენ ზავის შეწყვეტას


კიევის ცენტრში დემონსტრანტები შეიკრიბნენ აღმოსავლეთ უკრაინაში ზავის შეწყვეტის მოთხოვნით. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, რამდენიმე ათასი ადამიანია მისული უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან. ისინი პრეზიდენტ პეტრო პორშენკოსაგან მოითხოვენ აგრეთვე აღმოსავლეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, იარაღის დარიგებას მოხალისეებისათვის, ვინც მზად არის „ტერორისტებთან“ საბძროლველად და სოციალური გარანტიების უზრუნველყოფას ჯარისკაცებისთვის, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობენ.

XS
SM
MD
LG