Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავარაუდოდ, ათობით ადამიანია მოყოლილი ინდოეთში დანგრეულ შენობაში


ინდოეთში, სავარაუდოდ, ათობით ადამიანია მოყოლილი სამხრეთში მდებარე ქალაქ ჩენაიში დანგრეულ შენობაში. ცნობების თანახმად, სულ ცოტა, 10 ადამიანი დაიღუპა 11-სართულიანი მშენებარე სახლის დანგრევის შედეგად. ინციდენტი მოხდა 29 ივნისს, ძლიერი წვიმის დროს. ჯერ-ჯერობით მოხერხდა 30-მდე ადამიანის გადარჩენა. ამ ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე ოთხსართულიანი შენობა დაინგრა ინდოეთის დედაქალაქ დელიში. იუწყებიან, რომ დაიღუპა, სულ ცოტა, 10 ადამიანი. ინდოეთში ხშირია შენობების დანგრევის შემთხვევები, რის მიზეზადაც ბევრი მიიჩნევს უსაფრთხოების ზომების დაუცველობას და უხარისხო სამშენებლო მასალის გამოყენებას.

XS
SM
MD
LG