Accessibility links

logo-print

ევროპელმა ლიდერებმა მოლაპარაკება გამართეს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან


ევროპელმა ლიდერებმა კვირას მოლაპარაკება გამართეს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან. საუბრის ფონს ქმნის აღმოსავლეთ უკრაინაში მთავრობის ჯარებსა და სეპარატისტებს შორის ზავი, რომლის მოქმედების ვადაც 30 ივნისს ამოიწურება. იუწყებიან აგრეთვე ზავის მიუხედავად აღმოსავლეთ უკრაინაში შეტაკებების შესახებ. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების, პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმირ პუტინის მონაწილეობით. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიდერებმა ისაუბრეს ადგილზე უსაფრთხოების მხრივ ვითარების გასაუმჯობესებლად მიმართული კონკრეტული ზომების მნიშვნელობაზე, ზავის გაგრძელებაზე და უკრაინის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმის განხორციელების საჭიროებაზე. კრემლის ცნობით, ლიდერებმა პოროშენკოს მოუწოდეს, გააგრძელოს აღმოსავლეთ უკრაინაში ზავის მოქმედების ვადა. ხოლო პოროშენკოს განცხადებით, 30 ივნისს გაიმართება მორიგი სატელეფონო საუბარი პუტინთან, ოლანდთან და მერკელთან. კიევში კი კვირას გაიმართა დემონსტრაცია, რომლის ათასობით მონაწილემაც ზავის შეწყვეტა მოითხოვა.

XS
SM
MD
LG