Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში გაიმართა თვითმმართველობის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა


საქართველოში გაიმართა თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა. ის ჩატარდა 14 საარჩევნო უბანზე, მათ შორის არიან მარნეულის, თეთრიწყაროს, ახალქალაქის, ბათუმის საარჩევნო ოლქებში მდებარე უბნები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ეკა აზარაშვილის განცხადებით, რომელიც მან თბილისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, 14 უბანში გამართულ განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩევლების 36,63%- მა. ცესკოს მონაცემებით, საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართა. საარჩევნო უბნები 20 საათზე დაიხურა. უკვე დაწყებულია ამომრჩეველთა ხმების დათვლის პროცესი. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც" გამოთქვამს შეფასებას, რომ განმეორებითი კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში წარიმართა, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე.

XS
SM
MD
LG