Accessibility links

logo-print

ინდოეთში შენობის ნგრევას მსხვერპლი მოჰყვა


ინდოეთში სულ ცოტა 14 ადამიანი დაიღუპა 11-სართულიანი მშენებარე სახლის დანგრევის შედეგად. მაშველებმა 21 ადამიანი ამოიყვანეს ნანგრევებიდან, თუმცა შიშობენ, რომ კიდევ ორმოცამდე ადამიანია შენობის ქვეშ მოყოლილი. ინციდენტი მოხდა სამხრეთში მდებარე ქალაქ ჩენაიში, ძლიერი წვიმის დროს. მსხვერპლის უმრავლესობა მშენებლობაზე დასაქმებული პირები არიან. პოლიციის ცნობით, დაკავებულია შენობის პროექტზე პასუხისმგებელი ორი პირი.

XS
SM
MD
LG