Accessibility links

logo-print

იტალიაში კატერზე 30 მიგრანტის გვამი აღმოაჩინეს


იტალიის საზღვაო-სამხედრო ძალებმა 30 გვამი აღმოაჩინეს სათევზაო კატერზე, რომელსაც ასობით მიგრანტი გადაჰყავდა ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროდან სიცილიისკენ. იტალიური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით მიგრანტები ასფიქსიაციით დაიღუპნენ. მანამდე მაშველებს უბედურების სიგნალი მიუვიდათ და მგზავრების ევაკუაცია დაიწყეს. სათევზაო კატერი, რომელზეც 600-მდე ადამიანი იმყოფებოდა სამხრეთი იტალიის ქალაქ პოზალოში გადაიყვანეს. იტალიის ხელისუფლება აცხადებს, რომ სამხრეთ იტალიაში წელს 60 ათასზე მეტი მიგრანტი ჩავიდა. ელიან, რომ წელს მოიხსნება ერთგვარი რეკორდი, რომელიც 2011 წელს დამყარდა - მაშინ იტალიაში 63 ათასი მიგრანტი ჩავიდა.

XS
SM
MD
LG