Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეთვალყურეთა შეფასებით, განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე


სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მეთვალყურეთა შეფასებით, 29 ივნისს განმეორებითი კენჭისყრა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩატარდა. ორგანიზაციის განცხადებით, საარჩევნო უბნების გახსნის, ხმის მიცემის, დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესი მშვიდად და ორგანიზებულად მიმდინარეობდა. მეთვალყურეებმა ორ უბანზე გამოავლინეს არაუფლებამოსილი პირების ყოფნა და მცირე ტექნიკური ხასიათის ხარვეზები, რომლებზეც საარჩევნო ადმინისტრაციამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა. "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლებმა საოლქო საარჩევნო კომისიებს ორი საჩივარი და სამი შენიშვნა წარუდგინეს.

XS
SM
MD
LG