Accessibility links

logo-print

გიგი უგულავას დაკითხვა მიმდინარეობს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში


ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაკითხვა მიმდინარეობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. ადვოკატების თანდასწრებით მოწმედ დაკითხვის დაწყებამდე უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათთვის უცნობია, რომელი საქმის გამო დაიბარეს. მისივე თქმით, მთავრობამ არჩევნების წინ დაწესებული მორატორიუმი დაარღვია, რადგან გიგი უგულავას შეფასებით, ხელისუფლებას თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურის ეშინია. დაკითხვაზე დაბარების კიდევ ერთ მიზეზად უგულავამ ის დაასახელა, რომ ევროსაბჭოს რეგიონული ასამბლეისთვის უნდა წარედგინა მოხსენება საარჩევნო დარღვევების შესახებ. გიგი უგულავას დაკითხვის გამო დღეს 17 საათსა და 30 წუთზე ნაციონალური მოძრაობა თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავს აქციას სახელწოდებით "ევროპაში – პოლიტიკური დევნის გარეშე."

XS
SM
MD
LG