Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ უკრაინაში დღეს ამოიწურება ზავის ვადა


აღმოსავლეთ უკრაინაში დღეს ამოიწურება ზავის მოქმედების ვადა. საზოგადოებრივი აზრი უკრაინაში ზავის გაგრძელების წინააღმდეგია. 29 ივნისს ევროპის ლიდერებმა გამართეს მოლაპარაკება უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან. საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბარი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. განცხადებაში, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა, ნათქვამია, რომ ლიდერებმა ისაუბრეს ადგილზე უსაფრთხოების მხრივ ვითარების გასაუმჯობესებლად მიმართული კონკრეტული ზომების მნიშვნელობაზე, ზავის გაგრძელებაზე და უკრაინის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმის განხორციელების საჭიროებაზე. კრემლის ცნობით, ლიდერებმა პოროშენკოს მოუწოდეს, გააგრძელოს აღმოსავლეთ უკრაინაში ზავის მოქმედების ვადა. კიევში კი კვირას გაიმართა დემონსტრაცია, რომლის ათასობით მონაწილემაც ზავის შეწყვეტა მოითხოვა. ზავის მოქმედების ვადა, თბილისის დროით, 23 საათზე ამოიწურება.

XS
SM
MD
LG