Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი: უკრაინაში ჟურნალისტის დაღუპვა ცხადჰყოფს, რომ კიევს არ სურს კონფლიქტის განმუხტვა


მოსკოვის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში 30 ივნისს რუსეთის ტელევიზიის ოპერატორის დაღუპვა ცხადჰყოფს, რომ კიევს არ სურს კონფლიქტის განმუხტვა. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში გამოთქმული შეფასებით, ოპერატორ ანატოლი კლიანის სიკვდილი აჩვენებს, რომ კიევი ძირს უთხრის ამჟამად მოქმედ ზავს, მისი ვადის ამოწურვამდე. 68 წლის კლიანს ესროლეს დონეცკის რეგიონში, კიევის მომხრე სამხედროების შენაერთთან რეპორტაჟის მომზადებისას. ჯერ არ არის დადგენილი, რომელმა მხარემ ესროლა ოპერატორს. ის უკრაინაში კონფლიქტის შედეგად დაღუპული უკვე მესამე რუსი ჟურნალისტია. სულ კონფლიქტმა, ამჟამინდელი მონაცემებით, 5 ჟურნალისტი შეიწირა. აღმოსავლეთ უკრაინაში ზავის მოქმედების ვადა დღეს, თბილისის დროით, 23 საათზე ამოიწურება.

XS
SM
MD
LG