Accessibility links

უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ ზავის საკითხზე იმუშავებენ


საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ აღმოსავლეთ უკრაინაში ზავის ამოქმედებასა და საზღვრის ეფექტიანი კონტროლის სწრაფად ამუშავებაზე. განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზად არიან, იმუშაონ ორივე მხარის მიერ მძევლების და ტყვეების გასათავისუფლებლად. ეს განცხადება მოჰყვა პოროშენკოს, პუტინის, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდისა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის სატელეფონო საუბარს. საუბრის ფონს ქმნის აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინის ჯარებსა და რუსეთის მომხრე სეპარატისტებს შორის დროებითი ზავი, რომლის მოქმედების ვადაც რამდენიმე საათში, თბილისის დროთ 23 საათზე ამოიწურება.

XS
SM
MD
LG