Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტმა უშიშროების უწყებების ხელძღვანელთა სხდომა მოიწვია


ცეცხლის შეწყვეტის დაწესებული ვადის გაფართოების გარშემო მსჯელობის მიზნით უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ უშიშროების უწყებების ხელმძღვანელთა სხდომა მოიწვია. უკრაინაში უკრაინის ჯარებსა და რუსეთის მომხრე სეპარატისტებს შორის დროებითი ზავი, რომლის მოქმედების ვადაც 30 ივნისს, თბილისის დროთ, 23 საათზე ამოიწურება. 30 ივნისს პოროშენკომ კონსულტაცია გამართა რუსეთის, გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებთან. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ აღმოსავლეთ უკრაინაში ზავის ამოქმედებასა და საზღვრის ეფექტიანი კონტროლის სწრაფად ამუშავებაზე. განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზად არიან, იმუშაონ ორივე მხარის მიერ მძევლების და ტყვეების გასათავისუფლებლად. კრემლი იტყობინებოდა, რომ პუტინმა გამოხატა ზავის გაგრძელების და მისი მეთვალყურეობის მექანიზმის შექმნის აუცილებლობის საჭიროება. პუტინის აზრით, მეთვალყურეობაში უნდა იყოს ჩართული ეუთო.

XS
SM
MD
LG