Accessibility links

logo-print

პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ აღარ გაახანგრძლივებს ზავს


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ აღარ გაახანგრძლივებს ზავს და უკრაინის ჯარები მეამბოხეების წინააღმდეგ შეტევაზე გადავლენ აღმოსავლეთ უკრაინაში. ზავის ვადა 30 ივნისს ამოიწურა. პოროშენკოს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენ შევუტევთ და ქვეყანას გავათავისუფლებთ“. განცხადება გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც პოროშენკო უკრაინის უშიშროების სფეროს ხელმძღანელობას შეხვდა. მანამდე პოროშენკომ შექმნილ ვითარებაზე ტელეფონით იმსჯელა რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებთან და უთხრა მათ, რომ მეამბოხეებმა „არ შეასრულეს პირობები“.

XS
SM
MD
LG