Accessibility links

logo-print

პრეზიდენტის ინსტიტუტს ნდობას უცხადებს ამერიკელების 29 პროცენტი


პრეზიდენტის ინსტიტუტის რეიტინგი უკანასკნელი ექვსი წლის მანძილზე ყველაზე დაბალია - პრეზიდენტის ინსტიტუტს ნდობას უცხადებს ამერიკელების 29 პროცენტი. ამერიკელების ნდობა უმაღლესი სასამართლოსა და კონგრესისადმი დაეცა რეკორდულ ნიშნულამდე. ეს შედეგები ორშაბათს გამოაქვეყნა ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ „გელაპმა“. ეს მაჩვენებელი მიმდინარე წელს 7 პროცენტით გაუარესდა. უმაღლესი სასამართლოსადმი ნდობა 2014 წელს 4 პროცენტით, 30 პროცენტამდე დაეცა. კონგრესისადმი ნდობა მხოლოდ 7 პროცენტს შეადგენს. 1991 წელს, როდესაც „გელაპმა“ ამერიკელების მხრიდან ხელისუფლების ნდობის თაობაზე გამოკვლევების ჩატარება დაიწყო, მაშინდელი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშ უფროსის ნდობის რეიტინგი 72 პროცენტს შეადგენდა. ბუშის მაღალი რეიტინგი მოიტანა სამხედრო კამპანიამ სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის მიერ ფორმირებულმა საერთაშორისო კოალიციამ ჩაატარა.

XS
SM
MD
LG