Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ასამდე სამხედროს გზავნის ერაყში


ამერიკის შეერთებული შტატები უახლოეს მომავალში გაგზავნის ერაყში ასამდე სამხედროს, აცხადებს პენტაგონის პრესმდივანი. მისი სიტყვებით, ერაყში გაიგზავნება ასევე ვერტმფრენები და უპილოტო საფრენი აპარატები. ცოტა ხნის წინ ბაღდადში ჩავიდა 200 სამხედრო, რომლებიც ამერიკის საელჩოს იცავენ. ერაყში სამთავრობო ძალები ებრძვიან დაჯგუფება „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს და ცდილობენ აღადგინონ კონტროლი ერაყის რამდენიმე ქალაქზე. დაჯგუფება ძირითადად სირიის ტერიტორიაზე მოქმედებს, თუმცა ბოლო პერიოდია მან ბრძოლის არეალი გააფართოვა ერაყის ტერიტორიაზეც.

XS
SM
MD
LG