Accessibility links

logo-print

ისრაელმა წერტილოვანი დარტყმები განახორციელა ღაზის სექტორზე


სულ მცირე 30 წერტილოვანი დარტყმა განახორციელა ისრაელის ავიაციამ ღაზის სექტორში განთავსებულ რადიკალურ მოძრაობა ჰამასისა და „ისლამური ჯიჰადის“ ბაზებზე. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ქვეყნის ჯარში ამბობენ, რომ ავიადარტყმები იყო მათი რეაქცია სამხრეთ ისრაელის ტერიტორიაზე მიტანილ სარაკეტო იერიშებზე, რომლებიც მათი მონაცემებით, სამშაბათს გამთენიისას, ჰამასის წევრებმა განახორციელეს. როგორც „ბიბისის“ კორესპონდენტი ღაზის სექტორიდან იუწყება, ჰამასის წევრები უარყოფენ სარაკეტო იერიშში მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG