Accessibility links

logo-print

უკრაინის არმიამ განაახლა შეტევა მეამბოხეების წინააღმდეგ


უკრაინის მთავრობის განცხადებით, მისმა ძალებმა განაახლეს „ანტიტერორისტული ოპერაცია“ ქვეყნის აღმოსავლეთში მოქმედი, პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტების წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც ათდღიანმა ზავმა კრიზისის განმუხტვა ვერ მოიტანა. პარლამენტის სპიკერმა, ალექსანდრ ტურჩინოვმა პარლამენტს 1 ივლისს უთხრა: „ამ დილით განახლდა ანტიტერორისტული ოპერაციის აქტიური ფაზა. ჩვენი შეიარაღებული ძალები უტევენ ტერორისტების ბაზებს და გამაგრების ადგილებს“. პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 30 ივნისს გვიან საღამოს გამოაცხადა, რომ არ აპირებს ზავის განახლებას. „ჩვენს ქვეყანას გავათავისუფლებთო“, თქვა პოროშენკომ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG