Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პარლამენტმა შეტაკებების ფონზე პირველი სხდომა გამართა


ერაყის ახალი პარლამენტი 1 ივლისს პირველ სხდომას მართავს, იმ ფონზე, როცა მთავრობის ძალები განაგრძობენ ბროლას სუნიტ ექსტრემისტებთან, ჩრდილოეთის ქალაქ თიქრითზე კონტროლის დასაბრუნებლად. „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ცნობილმა ჯგუფმა თიქრითი ივნისში ჩაიგდო ხელში, ისევე, როგორც ჩრდილოეთ და დასავლეთ ერაყის არაერთი ტერიტორია. პარლამენტმა უნდა აირჩიოს ახალი სპიკერი, პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი. ამჟამინდელი პრემიერი, შიიტი ნური ალ-მალიკი, მესამე ვადისთვის იბრძვის, იმის მიუხედავად, რომ ბევრი მას ადანაშაულებს კონფესიებს შორის დაძაბულობის შექმნაში, რასაც ამჟამინდელი კრიზისი მოჰყვა.

XS
SM
MD
LG