Accessibility links

logo-print

ნიკოლა სარკოზი დაკავებულია დაკითხვის მიზნით


გავრცელებული ცნობებით, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი დაკავებულია დაკითხვის მიზნით, გავლენის ბოროტად გამოყენების შესახებ არსებული ეჭვის გამო. დასავლეთის მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ სარკოზი 1 ივლისს პარიზიდან ჩრდილოეთით, ნანტერში გამოცხადდა კორუფციული საქმეების გამომძიებლების მიერ დასაკითხად. „ბიბისი“ აღნიშნავს, რომ ქვეყნის ყოფილი მეთაურის მცველების ზედამხედველობის ქვეშ დაკავება საფრანგეთისთვის უპრეცედენტო შემთხვევას წარმოადგენს. ორშაბათს სარკოზის ადვოკატი დაკითხეს. გამოძიება მიმდინარეობს საქმეზე, რომელიც ეხება ერთ-ერთ მოსამართლეზე გავლენის მოხდენის მცდელობას, მისგან დახურული ინფორმაციის მოპოვების მიზნით. ეს ცნობები უკავშირდება 2007 წელს სარკოზის საარჩევნო კამპანიის შესაძლო დაფინანსებას ლიბიის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის მიერ. გამომძიებლებს სარკოზის დაკავება 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ, რის შემდეგაც ეს ვადა კიდევ ერთი დღე-ღამის მანძილზე შეიძლება გაგრძელდეს.

XS
SM
MD
LG