Accessibility links

logo-print

ერაყის პარლამენტმა პირველი სხდომა უთანხმოებით დაასრულა


ერაყის ახალი პარლამენტის პირველი სხდომა უთანხმოებით დასრულდა, ახალი სპიკერის არჩევის გარეშე. სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა, მეჰდი ალ-ჰაფიდმა დეპუტატებს განუცხადა „ეს სხდომა გადადებულია, შეთანხმების შემთხვევაში ის მომავალ კვირაში გაიმართებაო“. მანამდე სხდომა დროებით შეჩერდა, რათა კანონმდებლებს შესაძლებლობა მისცემოდა განეხილათ სპიკერის - რომელიც ტრადიციულად სუნიტი მუსლიმია ხოლმე- და შიიტებისა და ქურთების წარმომადგენელი მისი ორი მოადგილის კანდიდატურები. თუმცა შესვენების შემდეგ ბევრი კანონმდებელი აღარ დაბრუნდა სხდომაზე და კვორუმი არ შედგა. პარლამენტის დღევანდელ სხდომას უკავშირებდნენ პოლიტიკური პროგრესის მიღწევის იმედს, იმ ფონზე, როცა მთავრობის ძალები განაგრძობენ შეტევას ჩრდილოეთის ქალაქ თიქრითის სუნიტი ექსტრემისტებისგან დასაბრუნებლად. „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ცნობილმა ჯგუფმა თიქრითი ივნისში ჩაიგდო ხელში, ისევე, როგორც ჩრდილოეთ და დასავლეთ ერაყის სხვა არაერთი ტერიტორია.

XS
SM
MD
LG