Accessibility links

logo-print

ჰონგ-კონგში პოლიციამ ასობით დემონსტრანტი დააკავა


ჰონგ-კონგის პოლიციამ დააკავა 500-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ქალაქის ცენტრში ჩატარებულ საპროტესტო აქციაში. მომიტინგეები დემოკრატიულ რეფორმებს და სრულ საარჩევნო თავისუფლებას ითხოვდნენ. ორგანიზატორების შეფასებით აქციაში ნახევარი მილიონი ადამიანი მონაწილეობდა, პოლიციის შეფასებით კი - 100 ათასამდე ადამიანი. დემონსტრანტები უკანონო შეკრებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

XS
SM
MD
LG