Accessibility links

logo-print

ერაყის პარლამენტმა სპიკერი ვერ აირჩია


ერაყის ახალმა პარლამენტმა პირველი სხდომა არეულობით დაასრულა და პარლამენტარებმა ვერ შეძლეს ქვეყნის მმართველების არჩევა. პირველ სხდომაზე პარლამენტს სპიკერი უნდა აერჩია, თუმცა ქურთმა და სუნიტმა არაბმა პარლამენტარებმა შესვენების შემდეგ სხდომა დატოვეს და ერაყის წარმომადგენელთა საბჭოს გადაწყვეტილებების მისაღებად კვორუმი აღარ ჰქონდა. სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა, მაჰდი ალ-ჰაფეზმა თქვა, რომ პარლამენტი ერთ კვრაში შეიკრიბებოდა.

XS
SM
MD
LG