Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინში გაიმართება მინისტრების შეხვედრა უკრაინის კრიზისზე მოსალაპარაკებლად


ინფორმაციით, რომელიც საფრანგეთის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება, დღეს ბერლინში იკრიბებიან უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის კრიზისზე მოსალაპარაკებლად. ამ ცნობის ფონია უკრაინის ჯარების განახლებული სამხედრო ოპერაცია აღმოსავლეთში, რუსეთის მომხრე სეპარატისტების წინააღმდეგ. ოპერაციას წინ უსწრებდა 10-დღიანი ზავი, რომლის შედეგადაც ვერ მოხერხდა კრიზისის მოგვარება. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების დაწყებით უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა. ხოლო რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თავისი გადაწყვეტილებით, არ გაეგრძელებინა ზავის მოქმედების ვადა, დაიწყო „სისხლისღვრის ახალი ეტაპი, რომლის შედეგებიც არაპროგნოზირებადია უკრაინული სახელმწიფოსთვის“. საგარეო უწყების ცნობით, ლავროვმა ეს შეფასება გამოთქვა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან, ჯონ კერისთან სატელეფონო საუბრის დროს.

XS
SM
MD
LG