Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეტანიაჰუ გმობს პალესტინელი მოზარდის მკვლელობას


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ მკაცრად დაგმო პალესტინელი მოზარდის მკვლელობა, რომელიც, როგორც ჩანს, იყო შურისძიება სამი ისრაელელი მოზარდის მკვლელობისათვის. ნეტანიაჰუმ მოსახლეობას სიმშვიდისაკენ მოუწოდა. პალესტინელი მოზარდის გვამი 2 ივლისს იერუსალიმში იპოვეს - ორ დღეში მას შემდეგ, რაც მოკლული იპოვეს სამი ისრაელელი მოზარდი. 16 წლის პალესტინელი ბიჭის გვამის აღმოჩენას პროტესტი და არეულობა მოჰყვა აღმოსავლეთ იერუსალიმში. მანამდე იუწყებოდნენ ბიჭის მოტაცების შესახებ. მკვლელობა დაგმო იერუსალიმის მერმა, ნირ ბარკატმაც, რომელმაც პირობა დადო, რომ ბოროტმოქმედებს მიაგნებენ.

XS
SM
MD
LG