Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის პარლამენტმა მოახდინა ევროკავშირთან შეთანხმების რატიფიცირება


მოლდავეთის პარლამენტმა მოახდინა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება. მას მხარი დაუჭირა 59-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო ოთხი. ასოცირების შეთანხმებას 27 ივნისს, ბრიუსელში გამართულ ცერემონიაზე მოაწერა ხელი მოლდავეთის პრემიერ-მინისტრმა იურიე ლეანკამ. მოლდავეთის კანონებით, ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებისათვის საკმარისი იყო უბრალო უმრავლესობა- 101 პარლამენტარიდან 51-ის მხარდაჭერა. ცნობების თანახმად, კენჭისყრასთან დაკავშირებით, დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს ოპოზიციური კომუნისტური პარტიისა და პარტია „ვოზროჟდენიეს“ დეპუტატებმა. მოსალოდნელია, რომ საქართველოს პარლამენტი ივლისის ბოლოს მოახდენს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას.

XS
SM
MD
LG