Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარკოზის კორუფციაში ადანაშაულებენ, ის ბრალდებას უარყოფს


საფრანგეთის პროკურატურის წარმომადგენლების განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის წაუყენეს კორუფციისა და გავლენით ბოროტად სარგებლობის ბრალდებები. გადაწყვეტილება მოჰყვა სარკოზის დაკითხვას, რომელმაც 15 საათი გასტანა. სარკოზიმ საფრანგეთის მედიით განაცხად, რომ მას არასოდეს ჩაუდენია ქმედება , საფრანგეთის ფასეულობების და კანონის საპირისპიროდ., მან დაგმო თავის საქმეში, როგორც ის თვლის, „პოლიტიკური ჩარევა“. საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის ისტორიაში (ანუ, 1958 წლის შემდეგ) პირველად მოხდა, რომ სახელმწიფოს მეთაური დასაკითხად იქნა დაკავებული. 69 წლის ნიკოლა სარკოზი 1 ივლისს ჩავიდა პარიზის დასავლეთით მდებარე ნანტერში გამომძიებლების შეკითხვებზე საპასუხოდ მას შემდეგ, რაც 30 ივნისს დასაკითხად დააკავეს მისი ადვოკატი და ორი მოსამართლე. პროკურატურა ცდილობს დაადგინოს, აქვს თუ არა სარკოზის კავშირი მოსამართლის მოსყიდვასთან, მისგან დახურული ინფორმაციის მოსაპოვებლად. ბრალდებები უკავშირდება სარკოზის საარჩევნო კამპანიის სავარაუდო, უკანონო დაფინანსებას.

XS
SM
MD
LG