Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩანა ახალაია საპატიმროდან მიმართავს „ჯანსაღ ქართველ პატრიოტებს“


პროკურატურის მიერ წარდგენილ ახალ ბრალდებას სუცრუე უწოდა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ. მან საპატიმროდან გაავრცელა განცხადება, რომლითაც ახალაიას განმარტებით, „ჯანსაღ ქართველ პატრიოტებს“ მიმართავს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი აღნიშნავს, რომ რუსეთი საქართველოს ივანიშვილის ხელით ებრძვის და ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას ემუქრება. „მიუხედავად იმისა, რომ სწორედ რუსეთი ახორციელებს ივანიშვილის ხელით სასამართლოზე უპრეცედენტო ზეწოლას, ჩვენ მაინც უნდა ვიბრძოლოთ, მეხუთე კოლონა დავამარცხოთ და საქართველოს მოვუტანოთ საბოლოო თავისუფლება" - ნათქვამია ახალიას მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

XS
SM
MD
LG