Accessibility links

logo-print

სირიის ქიმიური იარაღის უკანასკნელი პარტია ჩავიდა იტალიის პორტში


დანიური სამხედრო-საზღვაო გემი, რომელზეც სირიის ქიმიური იარაღის ბოლო პარტია იყო დატვირთული, ოთხშაბათს იტალიის პორტ ჯოია ტაუროში ჩავიდა. სირიიდან ჩატანილი ასეულობით ტონა ქიმიკატი, მათ შორის მდოგვის გაზი და მომწამვლელი გაზი „ზარინი“, დაიტვირთება ამერიკულ სამხედრო გემზე, რომელიც სპეციალურად არის განკუთვნილი ქიმიკატების გასანადგურებლად. გასულ წელს სირია დათანხმდა გაენადგურებინა მათ არსენალში არსებული ქიმიური იარაღი. შეთანხმება მიღწეულ იქნა ამერიკისა და რუსეთის მონაწილეობით, რომელიც გაეროს ეგიდით შედგა. გასულ წელს გაეროს გამოკვლევის თანახმად, სირიაში ქიმიური იარაღი, სავარაუდოდ, გამოყენებული იყო ხუთ ადგილას. სამიდან ორ შემთხვევაში, ქიმიური იარაღის სამიზნე სამხედროები იყვნენ, ხოლო ერთ შემთხვევაში, როგორც სამხედროები, ისე მშვიდობიანი მოსახლეობა. გაერომ დაადასტურა, რომ დამასკის გარეუბანში, 21 აგვისტოს გამოყენებულ იქნა მომწამვლელი გაზი „ზარინი“. აღნიშნულის შედეგად ასეულობით ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG