Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენმა და საუდის არაბეთის მეფემ განიხილეს ერაყში არსებული სიტუაცია


ხუთშაბათს სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და საუდის არაბეთის მეფე აბდალ ბენ აბდულა აზიზ ალ საუდს შორის. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს თეთრი სახლის პრესსამსახური. ორი ქვეყნის ლიდერებმა განიხილეს ერაყში მიმდინარე მოვლენები და საფრთხე, რომელსაც დაჯგუფება „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო“ ერაყსა და მთლიანად რეგიონს უქმნის. ამერიკის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საუდის არაბეთის მეფეს დევნილი ერაყელების დასახმარებლად გამოყოფილი 500 მილიონი დოლარისთვის.

XS
SM
MD
LG