Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გამოცხადდება გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს საჩივარზე


დღეს ცნობილი გახდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს საჩივარზე. საქართველოს მთავრობამ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში 2007 წლის მარტში უჩივლა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან ეთნიკური ქართველების გაძევების მიზნით მათი დევნისა და შევიწროების გამო. საქართველოს საჩივარში, რომლის თანახმად, რუსეთის მიერ განხორციელებული მასობრივი დევნა შეეხო ათასობით ქართველს, საილუსტრაციოდ მოყვანილია 130-მდე ინდივიდუალური შემთხვევა. საჩივარი ემყარება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების მუხლებს, მათ შორის წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დისკრიმინაციის აკრძალვას. საქართველო სტრასბურგის სასამართლოსგან ითხოვს უფლებების დარღვევის აღიარებას და დაზარალებულებისთვის მორალურ და მატერიალურ კომპენსაციას. რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს საჩივრის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2011 წელს დაკითხა 10-10 მოწმე ორივე ქვეყნიდან. საქმის შვიდწლიანი განხილვის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას სტარსბურგის სასამართლოს დიდი პალატა საქართველოს და რუსეთის წარმომადგენელთა თანდასწრებით დღევანდელ ღია სხდომაზე გამოაცხადებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს სახელით ჩაიბარებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი

XS
SM
MD
LG