Accessibility links

logo-print

ნაციონალურმა მოძრაობამ განცხადება გაავრცელა უგულავას დაკავების გამო


გიგი უგულავას დაკავების გამო სპეციალური განცხადება გაავრცელა ნაციონალურმა მოძრაობამ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თვთმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ უგულავას დაკავება მიზნად ისახავს საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიის დასუსტებას და მიუთითებს მთავრობის დღის წესრიგში პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და ოპოზიციის დევნის გაღრმავებაზე. ნაციონალური მოძრაობის განცხადებითვე, გიგი უგულავას დაკავება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პერსონალური გადაწყვეტილებაა, რომელიც კვლავ რჩება გადაწყვეტილებების მთავარ მიმღებად საქართველოს მთავრობაში, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად თანამდებობა აღარ უკავია.

XS
SM
MD
LG