Accessibility links

logo-print

ვენაში დაიწყო ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება


ვენაში გადამწყვეტ ფაზაში შევიდა მოლაპარაკება ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის, ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე. მიმდინარეობს მოლაპარაკების ბოლო რაუნდი, რათა დაწესებულ ვადაში, 20 ივლისამდე მოხერხდეს შეთანხმების მიღწევა. მოლაპარაკებაში მონაწილეობენ ერთი მხრივ ირანი, მეორე მხრივ აშშ, რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, ბრიტანეთი და გერმანია. მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს სურთ ირანმა შეამციროს თავისი ბირთვული პროგრამის მასშტაბი, რათა გაიფანტოს შიში, რომ თეირანი შესაძლოა ბირთვული იარაღის განვითარებას ცდილობდეს. ირანი, რომელსაც გაეროს და დასავლეთის სანქციები ეხება, აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. მოლაპარაკების დაწყებამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ჯავად ზარიფმა მოლაპარაკებაში მონაწილე ქვეყნებს მოუწოდა არ წამოაყენონ მიუღებელი მოთხოვნები. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი აცხადებს, რომ ჯგუფმა წამოაყენა „ლოგიკური, საფუძვლიანი და ადვილად მისაღწევი ზომები, რომელთა გატარება უზრუნველყოფს იმას, რომ ირანი ვერ შესძლებს ბირთვული იარაღის შექმნას“.

XS
SM
MD
LG