Accessibility links

logo-print

აშშ-ს მიმართულებით საჰაერო რეისებზე გამკაცრდება უსაფრთხოების ზომები


აშშ-ს ოფიციალური პირების განცხადებით, ისინი აპირებენ გაამკაცრონ უსაფრთხოების ზომები ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთი აეროპორტიდან აშშ-ისკენ მიმავალ, პირდაპირ რეისებზე. ამის შესახებ განცხადება 2 ივლისს გააკეთა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრმა, ჯეი ჯონსონმა, თუმცა მას აეროპორტები არ დაუკონკრეტებია. ამ განცხადების ფონია შეშფოთება, რომ ტერორისტული ორგანიზაციები მუშაობენ ახალ ასაფეთქებელ მოწყობილობებზე, აეროპორტებში ამჟამად მოქმედი უსაფრთხოების ზომებისთვის გვერდის ასავლელად - მათ შორის მეტალის შემცველობის გარეშე შექმნილ მოწყობილობაზე, რომელიც მგზავრის სხეულში ქირურგიულად იქნება ჩანერგილი.

XS
SM
MD
LG