Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზაში რეიდის დროს დაიჭრა 11 პალესტინელი, ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა მოხდა


სულ მცირე 11 პალესტინელი დაიჭრა 3 ივლისს, როცა ისრაელმა ღაზაში სამიზნეებზე განახორციელა შეტევა, საზღვრის გადაღმა მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის პასუხად. ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა სერიოზულია. გათენებამდე განხორციელებულ რეიდს წინ უძღოდა სამხრეთ ისრაელზე თორმეტამდე რაკეტით მიტანილი იერიში. ისრაელის არმიის განცხადებით, ორი რაკეტის გაუვნებელყოფა მოხერხდა ანტი-სარაკეტო სისტემით. „ასოშიეიტედ პრესი“ ავრცელებს თავდაცვის სფეროს მაღალჩინოსნების სიტყვებს, რომ ისრაელმა ღაზის სექტორთან საზღვარზე დაიწყო დამატებითი კონტინგენტის გაგზავნა, სარაკეტო თავდასხმების ინტენსიფიკაციის ფონზე. პარალელურად, აღმოსავლეთ იერუსალიმში გასულ ღამით აგრესიული პროტესტი გამოთქვა ასობით პალესტინელმა, მას შემდეგ, რაც იმ არეალში პალესტინელი ახალგაზრდა მოკლეს. ორი დღით ადრე დასავლეთის სანაპიროზე, მინდორში იპოვეს სამი გატაცებული ისრაელელი ახალგაზრდის გვამი. 17 წლის პალესტინელის, მუჰამედ აბუ ხდიარის დაკრძალვა 3 ივლისს არის დანიშნული. მისი სიკვდილის ფაქტი - რომელსაც შესაძლო შურისძიებად განიხილავენ - დაგმეს როგორც ისრაელის, ისე პალესტინელების ლიდერებმა.

XS
SM
MD
LG