Accessibility links

ერაყელი ქურთების ლიდერი რეგიონულ პარლამენტს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის მომზადებას სთხოვს


ერაყის ქურთული რეგიონის ლიდერმა, მასუდ ბარზანიმ, რეგიონის პარლამენტს სთხოვა შექმნას კომიტეტი, რომელიც დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ორგანიზებას მოახდენს. ქურთმა პარლამენტარმა, ფარჰად სოფიმ განაცხადა, ბარზანიმ „გვთხოვა შეგვექმნა დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია, რომელიც ქურთისტანის რეგიონში რეფერენდუმს ჩაატარებს და დაადგენს სამომავლო კურსსო“. ბარზანის ინტერვიუებში ნათქვამი აქვს, რომ რამდენიმე თვეში სურს რეფერენდუმის გამართვა. გასულ თვეში ქურთთა ძალებმა კონტროლი დაამყარეს კამათის საგნად ქცეულ ქირქუქის რეგიონზე, ჩრდილოეთ ერაყის სუნიტი ექსტრემისტების მიერ დაკავების ფონზე. ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ნური ალ-მალიქიმ 2 ივლისს განაცხადა, რომ უარყოფს ქურთთა რეგიონული მთავრობის განცხადებას ამ ტერიტორიაზე კონტროლის შენარჩუნების შესახებ.

XS
SM
MD
LG