Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: "საქართველო გამოიყურება ცუდად“


თბილისის ყოფილი მერის, ნაციონალური მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელის, გიგი უგულავას დაკავებას კიევიდან გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. "საქართველო გამოიყურება ცუდად და არამხოლოდ საქართველოს მთავრობა. ასე, დიდი ხანია, აღარავინ მოქმედებს ცივილიზებულ სამყაროში. პოლიტიკური პროცესი არის პოლიტიკური პროცესი. რა თქმა უნდა, კანონის მაღლა არავინ დგას და არავინ იქნება, მაგრამ პოლიტიკური პროცესს ჩანაცვლება პროკურატურის და სასამართლოს მანიპულაციებით, ყველგან მოკლევადიანია და ყველან მთავრდება ძალიან ცუდად“ - აცხადებს სააკაშვილი. ყოფილმა პრეზიდენტმა განცხადებაში გაიხსენა აზერბაიჯანში ქართველი დეპუტატების ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის შესახებ გავრცელებული "ინსინუაციები" და განაცხადა, რომ ეს მოვლენები არ წარმოადგენს მხოლოდ საქართველოს საკითხს და რომ ისინი ეხება საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებსაც.

XS
SM
MD
LG