Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო“ სირიაში ნავთობის უდიდეს საბადოს დაეპატრონა


აქტივისტების განცხადებით, „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ცნობილი ჯგუფის მებრძოლებმა კონტროლი დაამყარეს სირიიაში ნავთობის უდიდეს საბადოზე, ერაყის საზღვართან ახლოს. ბრიტანეთში განთავსებული, ადამიანის უფლებების სირიის ობსერვატორია აცხადებს, რომ ალ-ყაიდისგან გამოყოფილმა ამ ჯგუფმა ალ-ომარის ნავთობის საბადო 3 ივლისს ჩაიგდო ხელში, მას შემდეგ, რაც იქიდან მეტოქე მეამბოხე ჯგუფი გავიდა. ამ საბადოზე კონტროლის დამყარების შემდეგ ჯგუფი დეირ ელ-ზურის რეგიონში ნავთობის და გაზის საბადოების უდიდეს ნაწილს დაეპატრონა. „ერაყისა და ლევანტის ისლამურ სახელმწიფოს“ არაერთი ტერიტორია აქვს დაკავებული აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ სირიაში, ისევე, როგორც ჩრდილოეთ და დასავლეთ ერაყში. ჯგუფი აცხადებს, რომ ამ ადგილებში შექმნილია სახალიფო.

XS
SM
MD
LG