Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ყირიმში გამარჯვების პირობას დებს


უკრაინის თავდაცვის ახალმა მინისტრმა, ვალერი ჰელეტეიმ პირობა დადო, რომ „გამარჯვების აღლუმს“ ჩატარებს ყირიმში, რომელიც წელს მარტში მიიერთა რუსეთმა. ეს განცხადება ჰელეტეიმ პარლამენტის წინაშე გამოსვლისას გააკეთა. კანონმდებლებმა 3 ივლისს დაამტკიცეს გენერალ-პოლკოვნიკი ჰელეტეი თავდაცვის მინისტრის პოსტზე, რომელზეც ის უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ წარადგინა. ახალი ხელმძღვანელი ჰყავს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბსაც - გენერალ-ლეიტენანტი ვიქტორ მუჟენკო. ამასობაში, მთავრობის ჯარები განაგრძობენ ოპერაციას აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მომხრე სეპარატისტების წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც 30 ივნისს ამოიწურა უკრაინის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ზავის მოქმედების ვადა. უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები 2 ივლისს ბერლინში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მოამზადებენ ახალ ზავს, რომელზე მოლაპარაკების დაწყებაც არაუგვიანეს 5 ივლისისთვის არის დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG