Accessibility links

logo-print

დანიამ საქართველოს ფინანსური დახმარება გაუზარდა


დანიამ საქართველოს ფინანსური დახმარება 5 მილიონიდან 25 მილიონ კრონამდე გაზარდა. დანიის ვაჭრობისა და განვითარების მინისტრის მოგენს იანსენის განცხადებით, საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაზრდა მას შემდეგ გადაწყდა, რაც საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ფული ქვეყნის დემოკრატიისა და ფინანსური განვითარების მხარდაჭერის მიზნით გამოიყოფა.

XS
SM
MD
LG