Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამასი მზადაა ღაზაში ცეცხლის შესაწყვეტად


ჰამასმა ისრაელს შესთავაზა სარაკეტო თავდასხმების შეწყვეტა, თუ ისრაელი ღაზის სექტორში საჰაერო თავდასხმებს შეაჩერებს. ინფორმაციას ამის შესახებ ბი-ბი-სი ავრცელებს. პალესტინური დაჯგუფების წარმომადგენელი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებაში ეგვიპტის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. აღმოსავლეთ იერუსალიმში ვითარება განსაკუთრებულად დაიძაბა მოკლული პალესტინელი ბიჭის გასვენების წინ. 17 წლის მუჰამედ აბუ ხადირი გაურკვეველ ვითარებაში გაიტაცეს და მოკლეს.

XS
SM
MD
LG