Accessibility links

logo-print

ზვიად ქორიძე შეწყალების კომისიის თავმჯდომარეა


პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნულ იქნა ამავე კომისიის წევრი, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე. შესაბამის ბრაძნებას ხელიმოაწერა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. კომისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა ალექსანდრე ელისაშვილმა თანამდებობა ნებაყოფლობით დატოვა, რადგან კენჭს იყრიდა თვითმმართველობის არჩევნებში. დღეს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის ახალმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კომისია დაჩქარებული წესით იმუშავებს, რათა განიხილოს დაგროვებული საქმეები.

XS
SM
MD
LG