Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის არმიამ 150 სეპარატისტი დახოცა სლოვიანსკთან


უკრაინის აღმოსავლეთში ამ ქვეყნის არმიის სამხედრო ოპერაციის წარმომადგენლის თანახმად, სამთავრობო ჯარებმა დონეცკის ოლქში, სლოვიანსთან, მიკოლაივკაში 150 სეპარატისტი მებრძოლი დახოცეს. ოლეკსი დმიტრაშკივსკის თქმით, ერთი უკრაინელი სამხედრო მოკლეს და ოთხი დაჭრეს ოპერაციის დროს, რომელიც სამ ივლისს დაიწყო.

XS
SM
MD
LG