Accessibility links

logo-print

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უწყება: უკრაინაში სამოქალაქო პირებს საფრთხე ემუქრებათ


გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უწყების ხელმძღვანელმა, ნავი პილაიმ განაცხადა, რომ უკრაინის აღმოსავლეთში ბრძოლების განახლება მზარდ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო პირებს. პილაიმ 4 ივლისს ჟენევაში განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის გაუქმების შემდეგ, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამეთვალყურეო მისიის ინფორმაციით, არაერთი ადამიანი დაიხოცა დონეცკსა და ლუგანსკში, რომლებიც ცეცხლის ხაზზე მოხვდნენ. პილაიმ ასევე შეშფოთება გამოხატა „სიძულვილის ენის“ სულ უფრო ხშირად გამოყენების გამო რეგიონში, სადაც სეპარატისტები აქტიურობენ.

XS
SM
MD
LG