Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის 5 ივლისს


უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ ლიდერს, კეტრინ ეშტონს უთხრა, რომ მზად არის გამართოს სამშვიდობო მოლაპარაკება სეპარატისტების ლიდერებთან 5 ივლისს. პოროშენკოს ოფის თანახმად, 4 ივლისს უკრაინამ წინადადება წარადგინა შეხვედრის ადგილისა და დროის თაობაზე და ახლა სხვა მხარეების დასტურს ელის. ეგრეთწოდებულმა „საკონტაქტო“ ჯგუფმა ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე უნდა იმუშაოს. ამ ჯგუფში შედიან უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, მოსკოვის ელჩი კიევში და ეუთოს მაღალი რანგის წარმომადგენელი. იტარ-ტასის ცნობით, პოროშენკოს, 4 ივლისს, სატელეფონო საუბარი ჰქონდა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანთან. მერკელმა და ოლანდმა მოწოდება გამოთქვეს, რაც შეიძლება სწრაფად შესრულდეს შეთანხმება, რომელსაც გერმანიამ, საფრანგეთმა, რუსეთმა და უკრაინამ მიაღწიეს ბერლინში, 2 ივლისს.

XS
SM
MD
LG