Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა ოპოზიციონერ აქტივისტს


აზერბაიჯანში სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა ოპოზიციონერ აქტივისტს, ფეისბუკზე პოპულარული გვერდის ავტორს, ომარ მამედოვს. ბაქოს მძიმე დანაშაულებათა სასამართლომ მამედოვი დამნაშავედ ცნო ნარკოტიკების შენახვის მუხლით. ფრანს პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში ადვოკატმა ალაიფ ჰასანოვმა აქტივისტის სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა, ბრალდებას კი შეთითხნილი.

XS
SM
MD
LG