Accessibility links

პოროშენკომ სლავიანსკში უკრაინის დროშის აღმართვა ბრძანა


უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ბრძანება გასცა სლავიანსკში უკრაინის დროშა აღმართონ, ქალაქიდან სეპარატისტების გასვლის შესახებ ცნობების ფონზე. უკრაინის პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, „პრეზიდენტმა ბრძანა სახელმწიფო დროშები აღიმართოს სლავიანსკის საქალაქო საბჭოს ოფისებიდან“. საუბარია ერთ-ერთ მთავარ შენობაზე, რომელშიც მეამბოხეები იყვნენ გამაგრებული. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მანამდე განაცხადა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში, ერთ-ერთი გამაგრების ადგილიდან - სლავიანსკიდან - გაქცეულია თითქმის ყველა პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტი, მათი მეთაურის ჩათვლით.

XS
SM
MD
LG