Accessibility links

logo-print

ექსტრემისტებმა ქაბულთან ათობით სატვირთო მანქანა დაწვეს


ავღანეთის ოფიციალური პირების ცნობით, ექსტრემისტებმა წუხელ ქაბულთან ახლოს დაწვეს საწვავის გადამტანი ათობით სატვირთო მანქანა. ქაბულის პოლიციის წარმომადგენელმა, გიულ ავღან ჰაშიმიმ განაცხადა, რომ ტანკერებს ცეცხლი ბომბის აფეთქების შედეგად მოეკიდა, მაშინ როცა ისინი ქალაქის შესასვლელთან იდგა. გავრცელებული ცნობებით, ცეცხლი მოედო 400-მდე სატვირთო მანქანას. ცეცხლის ჩაქრობას მეხანძრეები ცდილობდნენ, მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ცნობები არ არის. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო, პრესმდივნის, ზაბიჰულა მუჯაჰიდის მიერ გაკეთებულ განცხადებაში. სატვირთო მანქანები კერძო კომპანიას ეკუთვნოდა. ჯერჯერობით გაურკვეველია ისინი საწვავით ნატოს ძალებს თუ ამარაგებდა.

XS
SM
MD
LG