Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჰიუმან რაიტს უოჩი“ პაკისტანს სთხოვს ანტი-ტერორისტული კანონმდებლობის გაუქმებას


ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩი“ პაკისტანს მოუწოდებს გააუქმოს ტერორიზმის საწინააღმდეგო კანონი, რომელსაც ჯგუფი „რეპრესიულად“ მიიჩნევს. კანონი, რომელიც პაკისტანის პარლამენტმა 2 ივლისს მიიღო, 20 წლამდე აორმაგებს ტერორისტული დანაშაულებისთვის სასჯელის მაქსიმალურ ვადას. ამასთან, ახალი კანონით უსაფრთხოების ძალებს შეუძლიათ ეჭვმიტანილები 60 დღის განმავლობაში დააკავონ ისე, რომ არც მათი ადგილსამყოფელი გაამხილონ და არც წაყენებული ბრალდება. „ჰიუმან რაიტს უოჩი“ თვლის, რომ ახალი კანონი შეიძლება გამოყენებულ იქნას მშვიდობიანი პოლიტიკური პროტესტის და მთავრობის პოლიტიკის კრიტიკის ჩახშობის მიზნით. ახალი კანონის მიღების ფონია პაკისტანის არმიის შეტაკებები თალიბანთან და ალ-ყაიდასთან დაკავშირებულ ჯგუფებთან, ავღანეთის საზღვართან, ჩრდილოეთ ვაზირისტანის თემურ არეალში.

XS
SM
MD
LG