Accessibility links

logo-print

ეგვიპტის სასამართლომ მუსლიმთა საძმოს ლიდერს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა


ეგვიპტის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა მუსლიმთა საძმოს ლიდერს, მუჰამედ ბადიეს. ეგვიპტის მედიის ცნობით, ბადიე და მუსლიმთა საძმოს კიდევ 36-მდე წევრი და მომხრე დამნაშავედ სცნეს იმ ძალადობის გაღვივებაში, რომელიც მოჰყვა არმიის მიერ ისლამისტი პრეზიდენტის, მუჰამედ მურსის დამხობას გასულ წელს. ისლამისტ ოპოზიციაზე ზეწოლის ფარგლებში, სხვა ორ საქმეში ბადიეს სიკვდილით დასჯა აქვს მისჯილი. 5 ივლისს სასამართლომ ძალაში დატოვა საძმოს კიდევ 10 მომხრისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი. სიკვდილმისჯილთა უმრავლესობა გაქცეულია.

XS
SM
MD
LG